Tuesday, June 18, 2019

პროექტი "მკითხე მოამბე"

რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ინდიგო"  განახორციელა პროექტი "მკითხე მოამბე". პროექტის მიზანი იყო რუსთავის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალაქის ისტორიის შესახებ. კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში ითანამშრომლეს რუსთავის მერიასთან, რომლის ნებართვით 12 ივნისს უფასოდ მგზავრობდნენ საქალაქო ტრანსპორტით და მგზავრებს უყვებოდნენ ქალაქის დაარსებისა და ცალკეული ქუჩების სახელწოდების მინიჭების ისტორიის შესახებ. მოსწავლეებმა ასევე ითანამშრომლეს თბილისში განხორციელებული პროექტის "მკითხე მოამბის" წევრებთან და მათგან ნებართვა აიღეს სლოგანის "ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე" გამოყენებისთვის.  კლუბის წევრები დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ლოკაციებში არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, ხოლო საღამოს 8 საათზე გადაინაცვლეს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც პარკის ვიზიტორებში გაავრცელეს ბუკლეტები. რუსთავის მოსახლეობა მოწონებით შეხვდა კლუბის ამ აქციას, რაც სტიმულს აძლევს მოსწავლეებს მომავალშიც განახორციელონ მსგავსი პროექტები. სიუჟეტი



Sunday, June 16, 2019

1 ივნისი - ბავშვთა დაცის საერთაშორისო დღე

1 ივნისს -ბავშვთა დაცის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მოამზადა სინფორმაციო კედლის გაზეთი, სკოლაში მოაწყოთემატური ნახატების გამოფენა.

საკლასო პროექტი "ჯანსაღი კვება"

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის #3 საჯარო სკოლის მე-9 კლასმა პროექტის "ჯანსაღი კვება" ფარგლებში მოამზადეს საინფორმაციო კედლის გაზეთი, კლაში იმსჯელეს ჯანსაღი კვების მნიშვნეობაზე.

სადახლოს #1 საჯრო სკოლის მე-9კლასის აქცია "მსოფლიო თამბაქოს გარეშე"

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს #1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს აქცია გამართეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობაზე, მოამზადეს კედლის გაზეთი, სკოლაში მოაწყეს თაბაქოს მავნებლობაზე მოკლე ვიდეოების ჩვენება-განხილვა, მოიწვიეს სკოლის ექიმი, რომელიც  მოსწავლეებს ესაუბრა თამბაქოს და ნიკოტინის მავნებლობაზე,  სკოლის ფოიეში მოეწყო თემაზე "მსოფლიო თაბაქოს გარეშე" პოსტერების გამოფენა-კონკურსი, გამოავლინეს საუკეთესოები და ავტორებს გადასცეს სიგელები. მე-9 კლასის ორგანიზებით ჩატარდა სლოგანების კონკურსიც და პირველ სამეულს გადაეცა დიპლომები. მომზადდა საინფორმაციო ფურცლები და გავრცელდა მოსწავლეებში. სკოლის დირექციამ პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს გადასცა სერტიფიკატები.

საკლასო პროექტი "მსოფლიო თამბქოს გარეშე"

მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის მე-10 კლასმა  პროქტის "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" ფარგლებში მოიძია ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობაზე და გააცნო უმცროსლასელებს, სკოლაში გამოაცხადა სლოგანების კონკურსი, მოამზადა და სკოლაშ გამოაკრა საინფორმაციო გაზეთი.

Thursday, June 13, 2019

სამოქალაქო კლუბ "ინდიგოს" მორიგი წარმატებული ინიციატივა

რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ინდიგო" ინიციატივით მიმართა რუსთავის მერას, ეშუამდგომლა შესაბამის სამსახურებთან სკოლის წინ გამაფრთხილებელი და სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნების დადგის თაობაზე. სკოლასთან შესაბამისი საგზაო ნიშნების არ არსებობის გამო  ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობა საფრთხეს უქმნიდა მოსწავლეებისა და მშობლების გზაზე უსაფრთხო გადაადგილებას. კლუბის აქტიურობის შედეგად ეს პრობლემა მოგვარდა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის ორივე მხარეს დაიდგა გამაფრთხილებელი "ფრთხილად ბავშვებია" და სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშნები.

მცირე გრანტის პროექტი „ჩვენ თანასწორნი ვართ“ დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის #1 საჯარო სკოლის მე-9 კლასმა იზრუნა სკოლასა და თემში გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლებისთვის და განახორციელა მცირე გრანტის პროექტიჩვენ თანასწორნი ვართ“.
მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის კლასებში მოაწყვეს გენდერულ თანასწორობაზე წიგნის საჯარო კითხვა.
სკოლაში ჩაატარეს ესეებისა და ნახატების კონკურსი, მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები აიკინძა წიგნად.
თემში ჩატარდა კვლევა გენდერულ თანასწორობაზე. 60 გამოკითხულიდან მამაკაცების უმეტესობა თვლის, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია და მას მხოლოდ ოჯახის საქმე და ბავშვების აღზრდა ევალება, ქალები კი საპირისპიროს ამტკიცებენ
მოწვეული სტუმარი ნონა სამხარაძეს, რომელიც მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი და გენდერის საკითხების სპეციალისტია, მოსწავლეებს ესაუბრა გენდერულ თანასწორობაზე.  
მოეწყო მანიფესტი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, გავრცელდა ბუკლეტები, სოფელში გამოიკრა პოსტერები.
მოეწყო უმცროსკლასელებისთვის ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან ამონარიდების წაკითხვა, ვიქტორინა-კონკურსი ბავშვთა უფლებებზე  V-VIII კლასების მონაწილეობით. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.
მოეწყო გენდერულ თანასწორობაზე სოციალური ვიდეო რგოლებისა და ვიდეოების ჩვენება-განხილვა.
პროექტზე მომუშავე მე-9 კლასის მოსწავლეების ციტატები:
მარიამ საყევარაშვილი: ამ პროექტის განხორციელებით ვისწავლეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, თანადგომა, ვისწავლე ტექნიკის გამოყენება, აქტივობების დაგეგმვა, გამოკიტხვის ჩატარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა. გავიგე გენდერის შესახებ საინტერესო ინფორმაციები. ვისწავლე, როგორ ვუხელმძღვანელო პროექტს და ჩამოვყალიბდე აქტიურ მოქალაქედ.
აისუნ კურბანოვა: საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა, გავიგე და ვისწავლე ბევრი რამ, ჩემი ცოდნა ჩემს პატარა მეგობრებს გავუზიარე. ეხლა უკვე ვიცი, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, გავიგე მათი უფლებების და მოვალეობის შესახებ.
სალომე აბრამიშვილი: ამ პროექტიდან ვისწავლეთ ხალხთან თანამშრომლობა, უფროსებთან კომუნიკაცია, მეგობრობა. გავიგე რა არის გენდერი, ვისწავლე წიგნის ასკინძი მანქანის ხმარება, ლამინირება, ჯგუფებში მუშაობა. ვისწავლეთ თემში ურთიერთობა.
მიხეილ სახიაშვილი: პროექტმა ჩემი ცნობიერება შეცვალა გენდერის კუთხით, გავაცნობიერე, რომ ბავშვის მოვლა, ჭურჭლის დარეცხვა, სახლის დალაგება  არ არის მარტო დედის მოვალეობა, ამ საქმიანობაში ჩართული უნდა იყოს მამაც. ორივეს თანაბრად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ოჯახის მიმართ. ასევე ამ პროექტის განხორციელების დროს ბევრი კარგი რამ ვისწავლე - პროექტის გეგმის შედგენა, კითხვარების წერა, ინტერვიუს აღება, უფრო კარგად გამოვიყენე ტექნოლოგიები. მადლობა ამ პროექტის განხორციელებისთვის.
ელენე ბეჟუაშვილიპროექტზე მუშაობის შედეგად უფრო კარგად გავერკვიეთ, თუ რას არის გენდერული თანასწორობა, უფრო თვალნათლივ დავინახეთ, რომ ეს არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას. პირიქით, მათ აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, ცხოვრების წესი, მაგრამ მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული, უნდა სარგებლობდნენ  თანაბარი უფლებით და შესაძლებლობებით, ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები   და ვალდებულებები.